მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სამკურნალო რეცეპტები
5 სუფრის კოვზი წიწვი, 2 სუფრის კოვზი ხახვის ფუჩეჩი და 2 სუფრის კოვზი ასკილის თერმოსში ჩაუშვით. 1 ლიტრი ადუღებული წყალი დაასხით და ღამის განმავლობაში დადგით. დასაწყისში დღეში ერთი ჭიქა ნაყენი დალიეთ, შემდეგ მოცულობა 2-3 ჭიქამდე გაზარდეთ. ამ ნაკრებს ორგანიზმიდან ზედმეტი მარილი და ფილტვებიდან ნახველი გამოაქვს, ასევე სისხლძარღვებს ასუფთავებს.
კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | Просмотров: 1180 | დაამატა: aks75 | Дата: 2013-05-03 | კოომენტარი (0)

ჰემოგლობინის მომატების ერთ ერთი ხალხური საშუალება არის ჰალვა. 

მომზადების წესი:

1 ჭიქა ყავის საფქვავში დაქუცმაცებული წიწიბურა, იმდენივე გატარებული ნიგოზი და 1 ჭიქა თაფლი კარგად აურიეთ. ჰალვა დღეში 3 ჯერ 1 ს.კ მიირთვით. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა. შეგიძლიათ შემდეგ გაიმეოროთ.
კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | Просмотров: 1202 | დაამატა: aks75 | Дата: 2013-05-03 | კოომენტარი (0)



1 კვერცხი მაგრად მოხარშეთ. გული დასრისეთ, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ლიმონის რამდენიმე წვეთი დაუმატეთ. მიღებული მკვებავი მაზი ფრჩხილებზე 15-20 წუთი დაიდეთ. ასე რეგულარული პროცედურები თქვენს ფრჩხილებს გაამაგრებს და გამოაჯამრთელებს. 



კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | Просмотров: 5102 | დაამატა: aks75 | Дата: 2013-04-06 | კოომენტარი (0)

2 ჩაის კოვზი ჯოლო, ამდენივე თავშავა, ცაცხვის ყვავილი, ვირისტერფა, მრავალძარღვას ფოთლები, კამის თესლები, 1 ჩაის კოვზი შვიტა და 3 ჩაის კოვზი ასკილის ნაყოფი შეურიეთ ერთმანეთს. 2 სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 0.5 ლიტრი ადუღებული წყალი და დღეში 3 -ჯერ 1 სუფრის კოვზი ჭამის წინ მიიღეთ. მკურნალობის კურსი 1 კვირაა.
კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | Просмотров: 1625 | დაამატა: aks75 | Дата: 2013-03-23 | კოომენტარი (0)

რაცეპტი N1
1ლ. მინის ქილა გაავსეთ ჯორისძუათი. დაასხით არაყი დატოვეთ გრილ ადგილას 10 დღე.
მიიღეთ 3 ჯერ დღეში 1 ჩ.კ გაზავებილი1/2 ჭიქა წყალში.


კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | Просмотров: 1863 | დაამატა: aks75 | Дата: 2011-12-14 | კოომენტარი (0)

2 ს.კ მდოგვის ფქვილი, 2 ს.კ ფქვილი, 2 ს.კ თაფლი, 2 ს.კ ზეთი 2 ს.კ 72%- იანი სამედიცინო სპირტი,
ყველა ინგრიდიენტი შეურიეთ ერთმანეთს ( უნდა გამოვიდეს დაახლოებით სმეტანის კონსისტენციის) წაუსვით თხლად ნაჭერზე და შემოუხვიეთ ავადმყოფს მკერდის არეშე (იღლიებამდე) ზემოდან შემოუხვიეთ ცელოფანი. ეს ნაჭერი უნდა იყოს 6-7 საათი. შემდეგ მოიხსენით და გაწმინდეთ სუფთა პირსახოცით, და ჩაიცვით შალის მაისური.
პროცედურა გაიმეორეთ 3-ჯერ.
კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | Просмотров: 2977 | დაამატა: likuna | Дата: 2011-11-22 | კოომენტარი (0)

ქრონიკული კოლიტების და ყაბზობის დროს გამოიყენება შემდეგი რეცეპტი:

150 გრ. ალოეს ფოთლებს აქუცმაცებენ და ასხამენ 300გრ. ცხელ(ადუღებამდე არ უნდა გავაცხელოთ)  თაფლს და აყენებენ დღე-ღამის განმავლობაში.ამის შემდეგ წურავენ, ათბობენ და სვამენ დილით 5-10გრ. ჭამამდე 1 საათით ადრე. უნდა გვახსოვდეს,რომ ალოეს წვენის გამოყენება აკრძალულია ორსულობის ,ღვიძლის დანაღვლის ბუშტის დავადებების,ბუასილის, ცისტიიტის დროს.
კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | Просмотров: 3877 | დაამატა: likuna | Дата: 2011-11-17 | კოომენტარი (2)

გვირილას ყვავილები - 10 გრ. ფარსმანდუკი -10 გრ. აბზინდა - 10 გრ. პიტნა - 10 გრ სალბი 10 გრ. აიღეთ ნარევის ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა მდუღარეზე, შეფუთეთ, დააყენეთ 30 წუთი, გაწურეთ. მიიღეთ ცხელი ნაყენი 0,5 ჭიქა ორჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე  

წყარო: ხალხური მედიცინის ენციკლოპედია
კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | Просмотров: 1996 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-25 | კოომენტარი (1)

განგრენა განგრენის სამკურნალო ერთი ძალზე საიმედო საშუალება, რომელიც აღწერილია სახელგანთქმული ამერიკელი ნატუროფათის ჩარლზ მაკ ფერინის შესანიშნავ წიგნში "ჯანმრთელობის ათი მცნება”.


აიღეთ ახალდაკლული ცხვრის ან ძროხის ღვიძლის ნაჭერი და გაურეცხავად დაადეთ ავადმყოფს განგრენით დაავადებულ ადგილზე. დააცადეთ ერთი ან ორი საათი, ან საერთოდ იმდენი, ვიდრე ღვიძლის ქვეშ მუწუკი ან თავისებური წყლულები არ გაჩნდება. გამოხარშეთ ნემსი და დაჩხვლიტეთ ყველა წყლული. შემდეგ ისევ დაადეთ სისხლიანი ღვიძლი და ასე გაიმეორეთ მანმადე, ვიდრე კვლავდაკვლავ ჩნდება წყლულები...


დოქტორი მაქ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | Просмотров: 4899 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-25 | კოომენტარი (0)

რეცეპტი #1 ქავილი და უსიამოვნო შეგრძნება მაშინვე გაქრება თუ მტკივნეულ ადგილზე წავისვავთ მომზადებულ ნახარშს: მოხარშეთ 4 კბილი ნიორი, შეურიეთ ჩაის კოვზ თაფლში და ერთ ჩაის კოვზ ვაშლის ძმარში.


 


რეცეპტი #2 15 გ. ფარსმანდუკის ფოთლებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ცოტა ხანს ასე გააჩერეთ. ეფექტის გასაძლიერებლად ამ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | Просмотров: 7637 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-25 | კოომენტარი (5)

1 2 3 »