ევროპული კულინარები თვლიან, რომ თავშავა და მაიორანი კარგად ავსებენ ერთმანეთს და ერთმანეთთან ახლოს დგანან. თავშავას არომატი მართლაც მაიორანის სუნს ჩამოგავს. გემო უფრო ნაზი და მწკლარტეა. თავშავას იყენებენ გალენური პრეპარატებისა და ეთერზეთების მისაღებად. გამხმარი ან ახალი ბალახი (მცენარის მიწისზედა ნაწილი) გამოიყენება სანელებლის სახით, რომელიც ცნობილია სახელწოდებებით `ორეგანო~ ან `პიცა-სანელებელი~. თავშავა პიცას უცვლელი შემადგენელია. განსაკუთრებით პოპულარულია მექსიკაში, ესპანეთში, იტალიაში. ფართედ იყენებენ სპაგეტის, ზოგიერთი კერძის, სალათების, ტომატის საწებლების, კვერცხის, ბოსტნეული კერძებში, ძეხვეულში, სუპებში, ხორცის შეწვისას და სხვა. ევროპული კულინარია ხშირად იყენებს მას სუპებთან და შავ წიწაკასთან ერთად. ამ მცენარის ბაზარი საკმაოდ დიდია და ამდენად, მცენარის კულტივირებაც პერსპექტიული.