მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 19 » ფეიხოა ებრძვის გრიპს და ამაღლებს იმუნიტეტს
3:08 AM
ფეიხოა ებრძვის გრიპს და ამაღლებს იმუნიტეტს
ფეიხოას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. სწორედ იქ აღმოაჩინა ეს მცენარე XIX საუკუნეში მეცნიერმა სელოვმა. თუმცა მისი დასახელება ბრაზილიელ მეცნიერს ჯოან დე სილვა ფეიხოს გვარს უკავშირდება.
ევროპაში ფეიხოა პირველად საფრანგეთში გამოჩნდა 1890 წელს. იქიდან კი 1900 წელს კავკასიისა და ყირიმის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა.ფეიხოას ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს, მარწყვისა და ანანასის არომატის მქონე ეთერზეთს და რაც მთავარია, დიდი რაოდენობით იოდს. მთელ მსოფლიოში ფეიხოა საუკეთესო დიეტურ პროდუქტადაა აღიარებული.მასში არსებულ ცილებსა და ცხიმებს ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. სპეციალისტთა აზრით, ფეიხოა შეუცვლელია გაციებისა და გრიპის დროს. მასში შემავალი ნივთიერებები აძლიერებს ორგანიზმს, ამაღლებს იმუნიტეტს, ებრძვის დეპრესიას. გარდა ამისა, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აფერხებს სკლეროზის წარმოქმნისა და განვითარების რისკს.
მედიკოსები ფეიხოას განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მქონე პაციენტებს ურჩევენ. ქრონიკული გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის, პიელონეფრიტის დროს რეკომენდებულია დღეში სამი ახალი ფეიხოას ჭამა, ზამთარში შეგიძლიათ მურაბა ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული შაქრიანი ფეიხოა მიირთვათ.პოდაგრისა და შეკრულობის დროს ფეიხოა ხანგრძლივი დროით უნდა ჩართოთ რაციონში. ათეროსკლეროზის შემთხვევაში კი რეკომენდებულია თაფლიანი ფეიხოას ჭამა საუზმემდე და ძილის წინ.

კატეგორია: სასარგებლო ხილი | ნანახია: 5672 | დაამატა: aks75 | ტეგები: ხილი, სასარგებლო, ფეიხოა | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]