ბაბაბი არამხოლოდ გემრიელი, ასევე სასარგებლო ხილია. მართალია კალორიულია (100 გრ კორფა ნაყოფი 99 კილოკალორია, ხოლო გამხმარი თითქმის 300 კილოკალორია) სამაგიეროდ მასში არის C, B1, B2, PP, E ვიტამინები, კაროტინი, ფერმენტები, მიკროელემენტები, (განსაკუთრებით ბევრია კალიუმი) უჯრედებში და ა.შ. დიეტოლოგები თვლიან რომ დღეში 1-2 ბანანი ადამიანის დღიურ მოთხოვნას კალიუმსა და მაგნიუმზე (აუცილებელია კუნთებისა და მათშორის გულის კუნთების მუშაობისთვის) აკმაყოფილებს. უკანასკნელი გამოვლინებებით გაირკვა, რომ ბანანი კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მხედველობის შენარჩუნებისთვის. ამავდროულად დიეტური საკვებია. ამიტომ რეაბილიტაციის პერიოდში ბევრი ავადმოფისთვის რეკომენდირებულია. ასევე სასარგებლოა კუჭნაწლავის ტრაქტით დაავადებილთათვის.