მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » აბუსალათინი Ricinus communis L
2:32 PM
აბუსალათინი Ricinus communis L

ზოგადი აღწერა

   ზეთოვანი მცენარეა. მიეკუთვნება რძიანისებრთა

ოჯახს.ღეროსწორმდგომია, დატოტვილი, ღრუიანი. აქვს თათისებრ დაყოფილიდაკბილულკიდეებიანი

ფოლები .ყვავილები შეკრულია მტევნისებრ ყვავილედად,ორსქესიანია. ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია.

აბუსალათინის ზეთოვანი თესლის მისაღებად ზომიერი

ჰავის ქვეყნებში ერთწლოვანი აბუსალათინი მოჰყავთ,

სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში კი - მრავალწლოვანი.

 ნედლეულია აბუსალათინის თესლები,

რომლისაგანაც ამზადებენ 

აბუსალათინის ზეთ - Oleum Ricini. აბუსალათინის

თესლები ოვალურია, თავში ოდნავ შევიწროებული,

თითქოს საცობი ახურიაო. თესლები გარეთა

მხრიდან ამოზნექილია, მუცლის შიდა მხრიდან

უჩაზნექილი. ზედაპირი გლუვია, პრიალა.  გარსის

შეფერილობას პირობითად  ფონად და  მოზაიკად

ყოფენ  ფონის შეფერილობა: ნაცრისფერი, ცისფერი,

ღია ყავისფერი, მუქი წითელი ან ღია წითელი გვხვდება.

მოზაიკის შეფერილობა: თეთრი, ღია, ნაცრისფერი, ღია

ავისფერი ან ვარდისფერია, მოზაიკა, თესლის გარსზე.

შეიძლება სხვადასხვა სიხშირით იყოს წარმოდგენილი. 

თესლების ზომა ჯიშების მიხედვით იცვლება. აბსოლუტური  წონა  400 გრამამდეა.

  თესლები შხამიანია! შეიცავს რიცინს. 
     თესლები თანდათან მწიფდება. დამწიფებას იწყება

მტევნის ქვედა ნაწილიდან. მწიფე თესლების კოლოფები 

მუქდება და მტევანი ქვევიდან-ზევით, თანდათან ფერს

იცვლის. თესლების შეგროვებას იწყებენ, როცა მტევნის

ქვედა მესამედი გამუქდება. ამ დროს ყველა თესლი მწიფე

არაა. შეგროვილ მტევნებს შლიან თხელ ფენად მშრალ,

ცხელ ადგილზე. თესლები სწრაფად მწიფდება, კოლოფები

იხსნება და თესლი ცვივა. შეიძლება საჭირო გახდეს პ

ლანტაციაში მტევნების რამდენჯერზე შეგროვება.
      საწარმოო პლანტაციებში ეს სამუშაოები მექანიზებულია

და შეგროვების წესიც რამდენადმე განსხვავდება.


აბუსალათინის თესლი, სხვადასხვა მონაცემებით, შეიცავს  40-დან 80%-მდეს ცხიმოვან ზეთს.აოდენობა მკვეთრადაა დამოკიდებული ჯიშსა და მოყვანის პირობებზე. ბირთვი შეიცავს  15-17-მდეცილებს, რომელშიც შედის ტოქსოალბუმინი რიცინი (2-3%). ძლიერ შხამიანია. შეიცავს აგრეთვე გლობულინს და შხამიან ალკალოიდ რიცინინს (0,1-1%). ბირთვი შეიცავს ცხიმის დამშლელ ფერმეტ ლიპაზასაც რიცინინს შეიცავს მცენარის სხვა ნაწილებიც, მათ შორის ფესვები. ამდენად, მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია.


მედიცინაში გამოყენება

  • აბუსალათინის ზეთს, უპირველეს ყოვლისა იყენებენ , როგორც სასაქმებელ საშუალებას. მისი მიება ფრთხილად უნდა მოხდეს. აბუსალათინის  ზეთის მირება არ შეიძლება  ჩადუნას ექსტრაქტის (Extractum filicis maris) მიღების შემდეგ ან ცხიმშიხსნადი ნივთიერებებით მოწამვლის შემთხვევაში.  ამ შეზღუდვების გამო, მას, როგორც საფაღარათო საშუალებას სხვა საშუალებები უკვე წარმატებით უწევენ კონკურენციას.

  • ბუსალათინის ზეთი შედის დამწვრობების, წყლულების, ჭრილობების სამკურნალო საცხების შედგენილობაში.


    წყარო: http://ecopharm.sangu.ge/


კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 4683 | დაამატა: aks75 | ტეგები: სამკურნალო მცენარეები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]