ძლიერი არომატისა და ცხარე გემოს სანელებლად ითვლება. გამოიყენება მწარე ლიქიორების წარმოებაში (მაგალითად, ბენედიკტინის) ხილის წვენებისა და პუნშის; ინგლისში - ლუდის წარმოებაში. სანელებლის სახით გამოიყენება მთლიანი გამხმარი ძირი, დაფქული, დაშაქრული ან სიროფში დაკონსერვებული. გამოიყენება ნამცხვრის მომზადებაში (ძირითადად ტრადიციულ სლოვაკურ სამზარეულოში), პუდინგების, სხვადასხვა ტკბილეულის, მსხლის კომპოტების, კონსერვირებული გოგრის, კიტრის, მარმელადის, ჟელეს, დაშაქრული ხილის დამზადებისას. კოჭა პიკანტურ გემოს აძლევს სუპებს, განსაკუთრებით ფრინველის ბულიონს, ხილის სუპებს, ხორცის, ლობიოს, კარტოფილის კერძებს, საწებლებს, გარეულ ფრინველს და ბრინჯის კერძების ყველა სახეობას. მარილთან შერეულს მას გამოიყენებენ ხორცის, თევზის, ქათმის, ყველის, ბოსტნეულის დამზადებისას. ევროპაში თვლიან, რომ საკმაოდკარგ გემოს აძლევს შემწვარ ღორის ხორცს, განსაკუთრებით შემწვარ იხვს, ხორცს და სოკოს. ცნობილია აგრეთვე კოჭას ექსტრაქტი - სპირტის ნაყენი, რომელიც შეიცავს ეთერზეთებს და ფისისებურ ნივთიერებებს.
წყარო: http://ecopharm.sangu.ge/