კავკასიური ცაცხვი გავრცელებულია საქართველოს ფოთლოვან ტყეებში. გვხვდება მუხასთან შერეული ან ცალკე კორომებად . ცაცხვს ფართოს იყენებენ პარკების გასამწვანებლად. იგი პერსპექტიული გზათა პირების გასამწვანებლადაც (გზათა პირების გამწვანება თანდათან სულ უფრო აქტუალური გახდება საქართველოში).
ცაცხვი ოფიცინალურია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. გამონაცემი და მონახარში გამოიყენება ოფლდამდენად-გაციებისას, ბაქტერიოციდული მიზნით - პირში გამოსავლებად. შედის მრავალ მცენარეულ ნაკრებში. ჰომეოპათია ცაცხვის ყვავილების ნაყენს იყენებს მეტეორიზმის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობისას.იყენებენ ხმარობენ დასამშვიდელად, სიცხის დამწევად, კატარის, პნევმონიის, ბრონქიტის დროს. შედის სასმელი "მცენარეული" ჩაების შემადგენლობაში.
რა ჯობია ცაცხვის ჩაის :) კარგი საიტია ისე, მომეწონა. მაგრამ ucoz_ის მაგივრად wordpress_ი რომ გაგეკეთებინათ ბევრად უკეთესი იქნება (იმედია ჭკუის სწავლებაში არ ჩამომართმევთ, უბრალოდ მეგობრული რჩევაა). წარმატებებს გისურვებთ :) :) :)