მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » კეთილშობილი დაფნა - Laurus Nobilis L - Лавр благородный
3:10 PM
კეთილშობილი დაფნა - Laurus Nobilis L - Лавр благородный
დაფნისებრთა ოჯახს ეკუთვნის. დაფნა დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთის რაიონების მცხოვრებთათვის კარგად ცნობილი მარადმწვანე, დაბალტანოვანი ხეა, კულტურაში კი უფრო ხშირად ბუჩქის სახითაა წარმოდგენილი. მისთვის ოპტიმალურ გარემო პირობებში სიმაღლით 18 მეტრამდეც კი აღწევს. ღეროს ქერქი მუქი მოყავისფროა. ყლორტების ქერქები კი ჯერ მწვანეა, შემდგომ კი ისიც მოყვავისფრო ხდება. ვარჯი ხშირი შეფოთვლითა და უპირატესად პირამიდული გარეგნობით ხასიათდება. მოკლე ყუნწიანი ტყავისებრი კიდემთლიანი ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა განლაგებული, რომელთა სიგრძე 6-20 სმ ფარგლებში მერყეობს და სასიამოვნო სუნი აქვს. ფოთლის ფირფიტა წაგრძელებული, ლანცეტა ან ელიფსურია შევიწროებული ფუძით. ზედა მხრიდან მუქმწვანე და მბრწყინავია, ქვემოდან კი შედარებით უფრო მკრთალი მწვანეა.
უპირატესად ყლორტების ბოლოებზე ფოთლების იღლიებში 1-3 ცალის რაოდენობით შეკრებილი ყვავილები ქოლგისებრ თანაყვავილედს ჰქმნიან. გვირგვინი მოთეთრო-ყვითელია. ქოლგები აყვავებამდე მომრგვალო საბურველშია გახვეული, რომელიც 4 ელიფსური ფორმის ქერქლისაგანშედგება. ორბინიანი მცენარეა, ძალიან იშვიათად ერთბინიანი. ყვავილები ერთქესიანია. მდედრობით ყვავილს 4 სტამინოდი უვითარდება, ყვავილსაჯდომში ოდნავ ჩამალული. ნასკვი კი ერთთესლკვირტიანია, ბუტკო მოკლესვეტიანი, დინგი ბლაგვია.
მომწვანო-შავი ფერის, კვერცხისებრი ან ელიფსური ფორმის ნაყოფი კურკიანაა, რომლის სიგრძეც 1,5-2 სმ აღწევს საკმაოდ გამსხვილებული კურკით. ორლებნიან თესლს ენდოსპერმი არ გააჩნია. 1000 ცალი თესლი 400-500 გრამს იწონის.
დაფნის სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები. კულტურას აშენებენ სამხრეთ და დასავლეთ ევროპის, ჩრდილო აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანაში.იგი კირით მდიდარ ნიადაგებზე იზრდება შავიზღვისპირეთსა და ყირიმში. ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა რაიონებში.
კულინარიაში უმთავრესად ფოთოლი გამოიყენება, რომელიც 2-3,5 პროცენტ ეთერზეთს შეიცავს, რომლის საშუალო საჰექტარო მოსავალიც 4 ტონამდე აღწევს.
ხალხური მედიცინა დაფნის ნაყოფებს ფართოდ იყენებს, როგორც გარეგან საშუალებას, რევმატიზმის, დამბლის, გაციებით გამოწვეული დაავადებების და მუნის სამკურნალოდ. ყველა ამ დაავადებათა წინააღმდეგ ნაყოფის ზეთი გამოიყენება.

წყარო:http://mkurnali.ge/
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 3467 | დაამატა: aks75 | ტეგები: კეთილშობილი, დაფნა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]