მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » ორკბილა - Bidens tripartita - Череда трехраздельная
10:42 PM
ორკბილა - Bidens tripartita - Череда трехраздельная
ორკბილა  ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 15-60 სმ, იშვიათად 10 სმ-მდე.
კახეთში იჭი ეწოდება, რაჭაში – მამლიყივილა. მას ძლიერ დატოტვილი მთავარღერძა ფესვთა სისტემა აქვს. ღერო სწორმდგომია. შიშველი ფოთლები ღეროზე მოპირისპირედაა განლაგებული, მუქი მწვანეა, მოკლე ყუნწებით. ყუნწის  ძირები ერთმანეთთანაა შეზრდილი. ფოთლის კიდეები დაკბილულია. ყვავილების კალათები ტოტების ბოლოებზეა მოთავსებული. კალათის საბურველი ორრიგაა. მისი გარეთა ფოთლები მწვანეა, მოგრძო, შიდა რიგის საბურველით ფოთლები მორუხო-ყვითელია, ოვალური, ყვავილებზე მოკლე. ყვავილები მილისებრია, ორსქესიანი, ყვითელი ფერის. თესლი სოლისებრია, ძირითადად ორი ხორკლიანი კბილით. ამ ხორკლებით თესლი ემაგრება ცხოველების ბეწვს, ადამიანის ტანსაცმელს და ადვილად ვრცელდება.
ყვავილობს ივნისიდან-სექტემბრამდე. თესლი შემოდის აგვისტო-სექტემბერში.
საქართველოში ორკბილა გავრცელებულია ტყიან ზონაში, ძირითადად ტენიან ადგილებში, მდინარის პირებზე, წყალსაცავების ნაპირებზე, ბოსტნებში, სარწყავებში და სხვ.
ორკბილას აგროვებენ აყვავებამდე ან ყვავილობის დასაწყისში. ამ დროს ჭრიან თოთო კენწეროებსა და ფოთლებს, ხოლო გვიანი შეგროვების დროს ჭრიან მხოლოდ გვერდითი ტოტების წვეროებს. აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულებში თხელ ფენად გაშლილს. გამხმარ ნედლეულს ინახავენ მშრალ, ბნელ ადგილას, ქაღალდის პარკებში. შენახვის ვადა ორი წელია.
ორკბილა შეიცავს ფლავონოიდებს, კუმარინებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ლაქტონებს, ამინებს, დიდი რაოდენობით მანგანუმს.
ორკბილას ახასიათებს ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები. მას ფართოდ იყენებენ დიათეზიანი ბავშვების სამკურნალოდ აბაზანების სახით.
ხალხურ მედიცინაში ორკბილას იყენებენ როგორც სუსტ შარდმდენ და ოფლისმომგვრელ საშუალებას, აგრეთვე სასუნთქი გზების დაავადების დროსა და მადის მომგვრელ საშუალებას. ზოგჯერ მას ხმარობენ რაქიტის, ნიკრისის ქარების, ღვიძლის დაავადების დროს. ორკბილას ახასიათებს სუსტი დამამშვიდებელი თვისება.
ორკბილას ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ (3 სუფრის კოვზი) ბალახი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და გააცხელეთ მდუაღერ წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ საწყის მოცულობამდე ანადუღარი წყლით (200 მლ), მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ოფლის და შარდმდენ საშუალებად ორკბილას ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: 1 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 10 წუთი და მიიღეთ 2-3-ჯერ დღეში თითო სუფრის კოვზი. ასეთივე სახით მომზადებულ ნაყენს თუ გააჩერებთ 10-12 საათს თბილ ადგილას და შემდეგ 1/3-1/2 ჭიქას მიიღებთ 2-3-ჯერ, იგი კარგი სისხლგამწმენდი საშუალებაა.
აბაზანებისათვის ყოველ 10 ლიტრ წყალზე იღებენ 1 ჩაის ჭიქა ნაყენს, საზოგადოდ, ნაყენს ინახავენ გრილ ადგილას არაუმეტეს ორი დღე-ღამისა.

წყარო:http://mkurnali.ge/
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 2522 | დაამატა: aks75 | ტეგები: ორკბილა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]