მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » ტუხტი სამკურნალო - Althaea officinalis - Алтей
11:50 PM
ტუხტი სამკურნალო - Althaea officinalis - Алтей
სამკურნალო ტუხტი ცნობილი იყო ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ. ამის შესახებ წერდნენ ტეოფრასტი და დიოსკორიდი. მას რომაელებიც იყენებდნენ, რაზეც მიუთითებს პლინიუსის ნაშრომები. სამკურნალო ტუხტს ხმარობდნენ შუა საუკუნეებშიც – მასზე წერდა რომაელი ექიმიალექსანდრე ტრალიანუსი (VI საუკ.). მის კულტივირებას მისდევდნენ მონასტრების ეზოებში. 
სამკურნალო ტუხტი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მოკლე, სქელი ფესურითა და დატოტვილი ფესვებით. მთავარი ფესვი გახევებულია, ხოლო მრავალრიცხოვანი გვერდით-ხორციანი. ღერო საერთოდ რამდენიმეა, შებუსული, სწორმდგომი, ქვევით გახევებული, სიმაღლით 1-1,5 მ და უფრო მეტი. ფოთლები მორიგეობითია, ყუნწიანი; ზედა – მთლიანი, კვერცხისებრი, შუა და ქვედა – სამ ან ხუთნაკვთიანი, წაგრძელებული წვერით, გულისებრი, თათისებრად დაძარღვული, დაკბილული, რბილი და ხავერდისებურად შებუსული. ყვავილები თავმოყრილია წვრილი ფოთლების უბეებში და ქმნიან ღეროს და ტოტების კენწრულ ნაწილში თავთავისებრ ყვავილედს. ყვავილები სწორია, ღია-ვარდისფერი, ხუთფურცლიანი, მელნისფერი მტვრიანებით. ჯამი ხუთფურცლიანია ჯამქვეშა 6-9 ფოთოლაკით. ყვავილობს  ივნისიდან სექტემბრამდე. ნაყოფი რთულია, ჩაჭყლეტილ-მომრგვალებული, გარშემორტყმული ჯამით, იშლება ცალკეულ თესლურებად.
მცენარეს ყოველ ორგანოში აქვს დამცავი მოწყობილობა ზედმეტი აორთქლების საწინააღმდეგოდ ლორწოვანი უჯრედების სახით.
ნედლეულად იყენებენ ფესვებს, რომლებსაც აგროვებენ შემოდგომით. მიწიდან ამოთხრის შემდეგ მას აცილებენ მთავარი ფესვის გახევებულ ნაწილს და წვრილ განშტოებებს, ტოვებენ მთავარი ფესვის რბილ ნაწილს და მსხვილ გვერდით ფესვებს. საერთოდ აგროვებენ ორ და სამწლიანი მცენარის ფესვებს, ვინაიდან უფრო ძველი, გახევებული ფესვების გამოყენება არ შეიძლება. შეგროვილ ფესვებს ასუფთავებენ მიწისგან, დანით ჩამოფხიკავენ ნაცრისფერ საცობს და აშრობენ. ნედლეულის გამოყენება არ შეიძლება თუ მასში არის გახევებული, დაობებული, მჟავე სუნის მქონე ფესვები. ნედლეულის შენახვის ვადა 3 წელია.
სამკურნალო ტუხტის ფესვების შემადგენლობაში შედის 10%-მდე ლორწოვანი ნივთიერება, 50% სახამებელი, შაქარი, ეთერზეთი.
სამკურნალო ტუხტი გამოიყენება ხველის, ყივანახველის (განსაკუთრებით პედიატრიაში) დროს, აგრეთე კოლიტების, ენტეროკოლიტების, დიზენტერიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.
გარეგან საშუალებად იხმარება ფესვის  ნაყენი პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად ღრძილებისა და ნუშისებრი ჯირკვლების ანთებისა და კონიუნქტივიტის დროს.
სამკურნალო ტუხტს დიდ შეფასებას აძლევდა ავიცენაც. იგი წერდა, რომ სამკურნალო ტუხტი არბილებს სიმსივნეებს და ხელს უშლის მათ წარმოშობას. იგი აყუჩებს ტკივილებს სახსრებში, განსაკუთრებით ბატის ქონთან ერთად, სასარგებლოა საჯდომი ნერვის ანთების, კიდურების ცახცახის, კუნთების დაჭიმვის დროს. ტუხტის საფენები კარგ შედეგს იძლევა ყბაყურა ჯირკვლების გადიდებისა და მკერდის სიმსივნეების დროს. ტუხტის თესლი გუმფისთან ერთად გამოიყენება საშვილოსნოს გამკვრივებისა და შეკუმშვის დროს; თესლის ნახარში ასუფთავებს ორგანიზმს მშობიარობის შემდგომი გამონადენებისაგან.
სამკურნალო ტუხტის ნაყენის მისაღებად აიღეთ 1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესვი (იშვიათად გამოიყენება ფოთლები და ყვავილები) დაასხით 500 მლ ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე. გაწურეთ და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი დასატკბობად. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველი ორი საათის შემდეგ.
სამკურნალო ტუხტის ყვავილში შედის პიგმენტი მალდვინი, რომლის  გამოყენება შეიძლება შალის შეღებვის დროს.
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 3019 | დაამატა: aks75 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Jacklyn  
0
Thanks for writing such an easy-to-understand atrilce on this topic.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]