მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » ცისკარა- Levisticum officinale Koch- Любисток лекарственный
9:56 PM
ცისკარა- Levisticum officinale Koch- Любисток лекарственный
დეგუსტატორები თვლიან, რომ ცისკარას აქვს ცხარე სუნი და თავიდან მოტკბო, შემდეგ ცხარე, ზომიერად მომწარო გემო. მრავალი ქვეყნის ფარმაცია იყენებს მას გალენური პრეპარატების, ჩაის, ეთერზეთების მისაღებად. ცისკარას საკმაოდ ინტენსიური გემო გააჩნია, ამიტომ კულინარიაში მცირე რაოდენობით იყენებენ.ხარშავენ ახალ ფოთლებს. იყენებენ მწვანე კარაქის, სალათების, მარინადების, დაკეპილი ცხვრისა და ძროხის ხორცის დასამზადებლად. ხშირად გამოიყენება ოხრახუშის, ხახვის, შავი წიწაკის, მცირე რაოდენობით, როზმარინის და ურცის შერევით. დიეტურ კვებაში იყენებენ ქამასა და რეჰანთან ერთად. სანელებლის სახით იყენებენ საწებლებში, შემწვარ ხორცში,სუპებში, ბოსტნეულში, ბრინჯის კერძებში, ბურღულეულში, ფრინველის ხორცში, თევზში. თვლიან, რომ მისი დამატების შემდეგ განსაკუთრებულ კარგ გემოს იძენს მაგარი ხორცის ბულიონი, ძლიერდება ხორცის გემო.

წყარო: http://ecopharm.sangu.ge/
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 2614 | დაამატა: aks75 | ტეგები: სამკურნალო მცენარეები, ხალხური მედიცინა, სამკურნალო რეცეპტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]