მასალა ცომისთვის: - ფქვილი
- ძმარი
- ზეთი
- დროჟი
- მარილი
- მარგარინი(უსტამი)
მასალა შიგთავსისთვის: - 1-1,5კგ. მშრალი ნახევრად მარილიანი ყველი (იმერული)
- 1 კვერცხი
- 1კვერცხი ზემოდან წასასმელად
მომზადება:
0,5 ლ. თბილ წყალში ჩავასხათ ნახევარი ყავის ჭიქით ზეთი,ძმარი,1 ჩაის კოვზით მარილი და დროჟი დავაყარით ფქვილი მოვზილოთ ცომი,ცოტა დავასვენოთ და გავაბრტყელოთ მრგვლად ცომი და წაუსვათ დარბილებული მარგარინი,დავკეცოთ ნახევრად მთვარისებურად მივცეთ ოთხკუთხედის ფორმა შემდეგ დავკეცოთ კონვერტისებურად,გავაბრტყელოთ გრძლად რაც შეიძლება გრძლად გააბრტყელეთ და გადაახვიეთ რულეტივით,ჩადეთ ცელოფანში და შეინახეთ საყინულეში მანამ გაიყინება.როცა მოგინდებათ გამოცხობა გამოიღეთ საყინულედან დააცადეთ დარბილებამდე დაჭერით პატარა კუბიკებად და ცომიც მზად გაქვთ.
გავაბრტყელოთ ოთხკუთხედის ფორმით შუაში ჩავდოთ გაგეხილი ყველი
ყველში აურიოთ 1 კვერცხი ცომი შევკრათ კონვერტისებურად
ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი 1 კვერცხი
და შევდგათ ცხელ გასქურაში გამოსაცხობად
გემრიელად მიირთვით!
|