ტყის მარწყვი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მოკლე, სქელი ფესურით, რომლიდანაც ვითარდება წვრილი ფესვები და გრძელი მიწისზედა მხოხავი ყლოტები. ყლორტები მუხლებიდან ნიადაგში ფესვებს იდგამენ და ხორციელდება მცენარის ვეგეტაციური გამრავლება. მიწისზედა ნაწილი შედგება ფესვთანური ფოთლებისა და წვრილი პწკალებისაგან 1-2 ზრდადაუსრულებელი პატარა მარტივი ფოთლით. ამ ღეროებზე ვითარდება ყვავილები. ფესვთანური ფოთლები სამფოთოლაკიანია, სხედან გრძელ ყუნწებზე და ქმნიან როზეტს. ყვავილები თეთრია, მსხვილი, სხედან გრძელ ყუნწებზე, ქმნიან ნახევარქოლგას. მარწყვის ნაყოფი ცრუა. იგი წარმოიქმნება ყვავილსაჯდომის გამსხვილებისაგან. ნაყოფი წვნიანი წითელი რბილობია, რომელშიც მოთავსებულია წვრილი, მშრალი, მოგრძო თესლურები. ტყის მარწყვი ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში. ტყის მარწყვს იმერეთში დადალას ეძახიან, რაჭაში - წიწინდერას, სულხან-საბა უწოდებს უელს, ხოლო სამეგრელოში -
... კითხვის გაგრძელება »
ლეღვი უძველესი კულტურაა. მისი სამშობლოა მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები. დღეს ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია კულტივირებული. განსაკუთრებით გავრცელებულია თურქეთში, ალჟირსა და კალიფორნიაში. მისი მრავალი სახეობით მდიდარია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკ
... კითხვის გაგრძელება »