კავკასიური სოჭი ფიჭვისებრთა ოჯახის მარადმწვანე წიწვოვანი ხეა. დიდი მძლავრი ხეა. 50 მეტრამდე სიმაღლისა და მეტრნახევარი დიამეტრით. მარტო მდგომი ხე ძირიდანვე იტოტება, თბილისის გამწვანების სისტემაში ძირითადა ამ ფორმითაა წარმოდგენილი. ხეთა ხშირ ჯგუფში მდგომი ეგზემპლიარები დატოტვას საკმაოდ მაღლა იწყებენ. ამგვარი საინტერესო ეგზემპლიარებია ვაკის პარკში, სადაც კარგად ჩანს: რაც უფრო სირია ხეთაწყობა, უფრო მაღლა იწყება განტოტვა.ასაკოვან ხეებს ტოტები ღრმად აქვთ დაღარული. წიწვები ზემა მრხიდამ მუქი მწვანეა, ქვემო მხრიდან კი, 2 თეთრი ზოლი გასდევს. გირჩები კელაპტრებივითაა აღმართული. იზრდება ზღვის დონიდან 1200მ-იდან 2300 მ-მდე. ჩრდილისა და სიცივის ამტანია, უჭირს დიდი სიცხეების გადატანა ამჯობინებს ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებს, იტანს ღარიბსაც, ოღონდ ნელა იზრდება. ყვავილობს მაისში. თესლი მწიფს ნოემბერში.
წიწვებს და მისგან ნაწარმოებ პრეპარატებს იყენებენ გულის უკმარისობის, კოლაფსის, პნევმონიის, სუნთქვის დათრგუნვის საწინააღმდეგოდ. გარეგანად ხმარობენ რევმატიზმის, ართრიტის, ნაწოლებისდროს. ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიასა და კოსმეტიკაში . პოპულარულია ციმბირული სოჭის წიწვის აბაზანები. ბალზამს იყენებენ მიკროპრეპარატების დასამზადებლად.სოჭის ზეთი - Oleum Abietisშედის რამდენიმე პრეპარატის შემადგენლობაში,რომლებსაც იყენებენ იყენებენ შარდისა დ ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.