ზოგადი აღწერა მიეკუთვნება შროშანასებრთა ოჯახს.ამავე, შროსანასებრთა ოჯახს მიეკუთვნებიან ბოსტნეული კულტურები :ხახვი, ნიორი,პრასა,ღანძილი, სატაცური. 60-80 სმ. სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია . აქვს ფოთლისმაგვარი ტოტები (კლადოდიუმები). კლადოდოდიუმების სიგანე 4-5 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე 1-2 სანტიმეტრს, ბოლო წვეტიანია , ფორმით ოვალური ან ოვალურ�ლანცეტა. ძმერხლისნამდვილიფოთლებიქერქლებადაა გადაგვარებულიგანლაგებულია კლადოდიუმებისქვედამხარეზე. ყვავილები ფერად მომწვანო ან მოთეთროა.ზის კლადოდოდიუმების ქვედა მხარეს, შუა ძარღვზე , ჯგუფურად. ნაყოფი კენკრაა, წითელი , სფეროსებრი. იჭმევა, მაგრამ დიდი გემოთი არ გამოირჩევა.
გვხვდება დასავლეთ საქართველოში და ბორჯომის ხეობაში. აღწევს 1800 მეტრ სიმაღლემდე.
ეკოლოგიური მდგომარეობა შეტანილი იყო საბჭოთა კავშირის წითელ წიგნში. ძმერხლის კლადოდიუმები ლამაზი მოლისფერია, ფერს არ იცვლის და იყენებენ ბუკეტებში. ზუგდიდელმა მებაღეებმა დაიწყეს ნაკვეთებში მოშენება, მაგრამ მეყვავილეები ძირითადად მიანც ბუნებაში მოპოვებული მცენარეებით მარაგდებიან. აუცილებელია პლანტაციების ფაშენება და ოთახის მცენარეთა კულტურაში უფრო ფართოდ შემოტანა
გამოყენება მედიცინაში 1.ქართული ემპირიული მედიცინა ძმერხლისნახარშსიყენებდა, როგორც მშობიარობის შემდგომ სისხლგამომდენ საშუალებას 2. სავარაუდოდ, სათანადო კვლევების შემდეგ, მისგან შეიძლება რძისმომყვანი საშუალებების წარმოება