მთავარი » 2010»აპრილი»14 » ყვითელი კოჭა-Curcuma longa L.- Куркума (турмерик)
0:22 AM
ყვითელი კოჭა-Curcuma longa L.- Куркума (турмерик)
გამოყენება: ყვითელის კოჭას სუსტი სუნელის, სასიამოვნო გემო გააჩნია, დიდი რაოდენობით - საკმაოდ ცხარე. სუნი სასიამოვნოა,სუსტი სანელებლისა. ის ერთდროულად გამოიყენება როგორც სუნელი და საღებავი. ყვითელი კოჭა გამოიყენება კვების მრეწველობაში კურკუმინის შემცველობის გამო, რომლსაც იყენებენ კარაქის, მარგარინის, ყველის, სხვადასხვა კერძების შესაფერად. ყვითელი კოჭა შედის სხვადასხვა ნაციონალური საკმაზი ნარევების შემადგენლობაში. კერძების შესაფერად კურკუმა კარგად სცვლისზაფრანას და შედარებით უფრო იაფია. ეს მცენარე, ჩვენთან ნაკლებად ცნობილია და პრაქტიკულად არ გამოიყენება. ევროპაში სუნელ-სანელებლის სახით მას იყენებენ მოხარშულ კვერცხთან, ომლეტთან, ღია ფერის საწებლებში, სალათებში, სუპ-პიურეში, რაგუში, კიბორჩხალასთან, ასთაკვთან, ხამანწკასთან. აუმჯობესებს და აძლიერებს ქათმის ბულიონის და ქათმის ხორცის კერძების გემოს. რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, იგი ურევია ბულიონის ბრიკეტებსაც, რომლებიც ბოლო დროს შემოდის საქართველოში.