მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » თათაბო ბაღის – Atriplex hortensis- лебеда садовая
10:28 AM
თათაბო ბაღის – Atriplex hortensis- лебеда садовая


ზოგადი აღწერა

მიეკუთვნება ორლებნიანთა ოჯახს – Chenopodiaceae Vent.) ბაღის თათაბო 60-150 სანტიმეტრის სიმაღლის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი ან განტოტვილი ღერო; ქვედა ფოთლები მსხვილი, სამკუთხა, მოგრძო-გულისებრი ან შუბისებრი ფორმისაა, მთლიანი ან დაკბილული.საგველა ყვავილედი ცალსქესიანია. მამრობით ანუ მტვრიანა ყვავილებს ხუთდანაყოფიანი ყვავილსაფარი და შესაბამისად, ხუთი მტვრიანა გააჩნიათ; მდედრობით ანუ ბუტკოიან ყვავილებს აქვთ ნაყოფსაფარი; იგი შედგება ორი თანაყვავილედისგან, რომლებიც ხასიათდებიან ბადისებრ-ძარღვოვანი ზედაპირით და მომრგალებულ-კვერცხისებრი ფორმით. ნასკვი თავისუფალი, ერთბუდიანია, აქვს ერთი კვერცხუჯრედი და სვეტი, რომელიც ბოლოვდება ორი ძაფისმაგვარი დინგით. მცენარე ხშირად მთლიანად წითელი ფერისაა. ნაყოფი ანლაგებულია ყვავილსაფარში, ან თანაყვავილედსა და ნაყოფსაფარს შორის. 

2. გავრცელება

გავრცელებულია რუსეთის პრაქტიკულად მთელ ევროპულ ნაწილში (კარელია-მურმანსკისა და დვინსკი-პეჩორის ოლქების გარდა), ციმბირში, უკრაინაში, ბელორუსში, კავკასიაში (აღმოსავლეთ ამიერკავკასიის რაიონები), შუა აზიაში (კერძოდ, არალ-კასპიის, ბალხაშისპირა და მთიანი თურქმენეთის რეგიონები).
იზრდება მლაშობ, მარილიან ნიადაგებზე, მდინარის ნაპირების გასწვრივ, ფერდობებზე, ხრამიან ადგილებში; მოჰყავთ ბაღებსა და ბოსტნებში.

სამკურნალო გამოყენება

ოფიცინალური მცენარე არაა.
ემპირიული მედიცინა სამკურნალო მიზნით იყენებს მცენარის ღეროებს, ფოთლებს, ყვავილებს, თესლებს. მისი ნახარში და ნაყენი შუა აზიის ქვეყნებში ითვლება დიურეისა და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად. უკრაინისა და რუსეთის ზოგიერთ რაიონში კი მას მოიხმარენ სიყვითლის სამკურნალოდ. დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში იღებენ არა მარტო ნახარშისა და ცოცხალი სახით, არამედ თაფლთან ერთადაც. გარდა ამისა, სიმსივნით დაავადებულ ხორხსა და სხვა ორგანოებზე თათაბოს ფოთლებს სალბუნად იდებენ. ემპირიული მედიცინა თვლის, რომ ეს მცენარე, სხვა სიკეთესთან ერთად, ანტიბაქტერიული აქტიურობითაც ხასიათდება. დიდი ხანია, ამ ბალახმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა ხალხურ მედიცინაში. მაგალითად, რუსები და უკრაინელები მისი ყვავილებისა და ფოთლების ნახარშს სვამდნენ ძლიერი, სველი ხველების შესაჩერებლად. ამავე დროს, მცენარისგან მზადდებოდა ცხელსაფენები ჰემოროიდული კვანძების, პოდაგრის, შეშუპებული და გასივებული სახსრებისთვის. ბალახის ნახარშს, სელის ზეთთან ერთად, ხმარობდნენ ოყნისთვის – ყაბზობის დროს. სხვათა შორის, მცენარის თესლები იწვევს პირღებინებასა და მოდუნებას.

მომზადებისა და მიღების ემპირიული რეცეპტები:
1) 20 გრამ მშრალ, დაქუცმაცებულ ბალახს ასხამენ 200 გრამ ადუღებულ წყალს, აჩერებენ 1-2 საათის განმავლობაში და შემდეგ გადაწურავენ. დღეში 3-4-ჯერ სვამენ 2 სუფრის კოვზს, როგორც შარდმდენ, ასევე სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას.
2) თათაბოს დაქუცმაცებულ ფოთოლს, 5 სუფრის კოვზის რაოდენობით, ყრიან ნახევარ ლიტრ წყალში და ადუღებენ 3-4 წუთის განმავლობაში; ნახარშს გააჩერებენ ერთ საათს და წყალს გადაუწურავენ. სვამენ ჭიქის მესამედ ნაწილს, დღეში — 4-5-ჯერ, ინფექციური სიყვითლის დროს.
3) 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებსა და ყვავილებს ასხამენ ერთ ჭიქა წყალს, ნელ ცეცხლზე ადუღებენ 3-4 წუთის განმავლობაში; ნახარშს გააჩერებენ 1 საათს და წყალს გადაუწურავენ. სვამენ ნახევარ ჭიქას 3-4-ჯერ დღეში — ძლიერი, სველი ხველების დროს.

წყარო: http://medgeo.net/

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 3216 | დაამატა: aks75 | ტეგები: სამკურნალო მცენარეები, თათაბო ბაღის, ხალხური მედიცინა, სამკურნალო რეცეპტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]