ზოგადი
დახასიათება
ჩვეულებრივი
სელი - Linum usitatissimum L. მიეკუთვნება
Linaceae
- ს ოჯახს. იგი ერთწლოვანი
ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორმდგომია
ხშირფოთლიანი,
60-120 სმ , იშვიათად 150 სმ სიმაღლის.
. ფოთლები
ხაზურ-ლანცეტა ფორმის, შიშველი, წაწვეტებული.
ფოთლები ხაზურაა ან
ხაზურა-ლანცეტისებურია, წაწვეტებული, 3 ძარღვიანი,მჯდომარე,
მთლიანი,
2-3 სმ სიგრძის და 2-4 მმ სიგანის,დაფარულია ცვილის ნაფიფქით.
ყვავილები ღეროს
წვეროზე შეკრებილია საგველად.ყვავილი
წვრილსა და გრძელ ყვავილის ყუნწებზეა განლაგებული. ყვავილის ფურცელი 5-ია,
უკუკვერცხისებური, ლურჯი ან მოცისფრო-ლურჯი; იგი ჯამზე უფრო გრძელია.
ნაყოფი მრავალთესლიანი სფეროსებრი
კოლოფია, იხსნება ხუთ ადგილას.
თესლები ღიადარიჩისფერია, მბზინავი, შესველებისას ლორწოიანდება.
თითოეულ კოლოფში 10-მდე თესლია.
ყვავილობს ივნის-აგვისტოში.მწიფდება
სექტემბერში. გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში
ამზადებენ Mucilago seminis Lini, რომელიც გამოიყენება როგორც შემომგარსველი
საშუალება. ოფიცინალური
მედიცინა იყენებს
თესლის ქატოს
(Farina Lini).
ქატოს ასველებენ
ცხელი წყლით და ცხელ საფენებს იდებენ დამწვარ კანზე, როგორც
დამარბილებელს.
იყენებენ ლინიმენტების სახითაც.
სელის ზეთებიდან ამზადებენ პრეპარატ ლინეთოლს.
[9]:
"სელის
ზეთისაგან მზადდება პრეპარატი ლინეთოლი. ის წარმოადგენს უჯერი
ცხიმოვანი მჟავების ეთილის ეთერების ჯამურ პრეპარატს, ნაჯერი მჟავების
მცირე მინარევით (9-11%). ადრე ლინეთოლს უნიშნავდნენ ათეროსკლეროზის
პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის - შიგნით მისაღებად და დამწვრობისა
და კანის სხივური დაზიანებისას - გარედან. ამჟამად დადგენილია, რომ
მცენარეული ესენციალური - შეუცვლელი უჯერი ცხიმოვანი მჟავები -
ოლეინის, პალმიტინის, ლინოლის, ლინონელის, რომელიც მცირეა ცხოველურ
ზეთებში, მათშივე არსებულ ფიტოსტერინებთან ტოკოფეროლთან (ვიტამინი F)
ერთად თრგუნავენ ათეროსკლეროზის განვითარებას. ისინი ამავდროულად
ადამიანის ორგანიზმში წარმოადგენენ პროსტაგლანდინების სინთეზის
ბუნებრივ წინამორბედებს. პროსტაგლანდინები კი მოქმედებენ ცხიმოვან
ცვლაზე, აგანიერებენ ბრონქებს და საშვილოსნოს, ამცირებენ ინფარქტის
რისკს. ლინეთოლი შედის რამდენიმე აეროზოლურ პრეპარატში, ამზადებენ
ლინეთოლის 5% საცხსაც."
გამოყენება
ემპირიულ მედიცინაში
(მანანა კიკნაძე)
დაავადებები, სიმპტომები,
სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული
რეცეპტი |
სისხლის
მიმოქცევის ორგანოების დაავადებები |
|
|
ათეროსკლეროზი |
სელის თესლი |
შიგნით მისაღებად
რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება,
ცოტაოდენი წყლის დამატებით |
რევმატიული დაავადებები |
|
|
ართრალგია |
სელის თესლი |
|
სუნთქვის ორგანოების დაავადებები |
|
|
სუნთქვის
ორგანოთა ანთებითი დაავადებები |
სელის თესლი |
შიგნით მისაღებად
რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება,
ცოტაოდენი წყლის დამატებით |
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები |
|
|
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა ანთებითი დაავადებები |
სელის თესლი |
შიგნით მისაღებად
რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება,
ცოტაოდენი წყლის დამატებით |
ყაბზობა |
სელის
თესლი |
2 სუფრის კოვზ
თესლ დაასხამენ 1 ჭიქა წყალს, შემდეგ შეანჯღრევენ ნარევს და
გაწურავენ მარლაში. სვამენ ნახევარი ჭიქის ოდენობით ერთხელ დღეში |
წყლულოვანი დაავადება |
სელის თესლი |
შიგნით მისაღებად
რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება,
ცოტაოდენი წყლის დამატებით |
გასტრიტი |
სელის თესლი |
შიგნით მისაღებად
რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება,
ცოტაოდენი წყლის დამატებით |
ნაღვლგამომყოფი
გზების კოლიკა |
სელის
თესლი |
შიგნით მისაღებად
რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება,
ცოტაოდენი წყლის დამატებით |
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები |
|
|
შარდგამომყოფი გზების
ანთებითი დაავადებები |
სელის თესლი |
2-3 სუფრის
კოვზ მცენარის თესლებს დაასხამენ 1 ლიტრ ცივ წყალს, გააჩერებენ 5
საათი, გაწურავენ. |
კანისა და ვენერიული დაავადებები |
|
|
იმპეტიგო |
სელის თესლი |
|
ფურუნკულები |
სელის თესლი |
|
ქირურგიული დაავადებები |
|
|
ჭრილობები |
სელის თესლი |
|
დამწვრობა |
სელის თესლი |
სელის
თესლისგან მიღებული ზეთის საფენები |
ყელ - ყურ
- ცხვირის დაავადებები |
|
|
ანგინა |
სელის თესლი |
|
|