მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სამკურნალო მცენარეები
ალოე საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის კულტურა. ალოეს სამშობლოა აფრიკა. მას როგორც სამკურნალო მცენარეს, იცნობდნენ ძველი ბერძნები და რომაელები. ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცები  აფრიკაში ლაშქრობისას სწავლობდნენ ალოეს წვენის _ საბრის მომზადებას. რომაელები მას აშენებდნენ ბაღებში. არაბები ალოეს მოთმინების სიმბოლოდ თვლიდნენ, რადგან იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჭკნება. სულხან-საბა ალოეს საბრს და აზუას უწოდებდა.
ალოე მრავალწლიანი, შედარებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 4169 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (1)

სამკურნალო ტუხტი ცნობილი იყო ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ. ამის შესახებ წერდნენ ტეოფრასტი და დიოსკორიდი. მას რომაელებიც იყენებდნენ, რაზეც მიუთითებს პლინიუსის ნაშრომები. სამკურნალო ტუხტს ხმარობდნენ შუა საუკუნეებშიც – მასზე წერდა რომაელი ექიმიალექსანდრე ტრალიანუსი (VI საუკ.). მის კულტივირებას მისდევდნენ მონასტრების ეზოებში. 
სამკურნალო ტუხტი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მოკლე, სქელი ფესურითა და დატოტვილი ფესვებით. მთავარი ფესვი გახევებულია, ხოლო მრავალრიცხოვანი გვერდით-ხორციანი. ღერო საერთოდ რამდენიმეა, შებუსული, სწორმდგომი, ქვევით გახევებული, სიმაღლით 1-1,5 მ და ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2939 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-10 | კოომენტარი (1)

 ვირისტერფა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, გრძელი, მცოცავი დატოტვილი ფესურით. ყვავილიანი ღერო, სიმაღლით 10-24 სმ, დაფარულია ქერცლის მაგვარი კვერცხისებურ-ლანცეტისებური, ღეროზე მიკრული მოწითალო ფურცლებით. მოყვითალო-ოქროსფერი ყვავილედი ადრე გაზაფხულზე, როდესაც ჯერ კიდევ გარშემო თოვლია, პირველი გამოჩნდება ხოლმე ხევების, ხრამების ნაპირებზე, ქანობების, გორაკების სამხრეთ ფერდობებზე. ვირისტერფა ყვავილობს ფოთლების გამოსვლამდე. ყვავილები განლაგებულია ბრტყელ ყვავილსაჯდომზე და გარშემორტყმულია ორრიგად განლაგებული ფოთლის მაგვარი საბურველით. საღამოობით და ნესტიან ამინდში კალათა იხურება და დაბლა იხრება. ფოთლები დაყვავილების შემდეგ გამოდის, გრძელყუნწიანია, მორგვალო, გულისებრი, დიამეტრით 10-24 ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 4685 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-10 | კოომენტარი (0)

« 1 2 ... 7 8 9