მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სამკურნალო მცენარეები

სასიამოვნო სურნელის მქონე, ეთერზეთოვანი დეკორატიული მცენარე, რომელსაც ძვირფასი საგემოვნო თვისებებიც აქვს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან და მცირე აზიიდან გავრცელდა. დაფნა ჩვენს ცნობიერებაში უწინარესად წარმატებასთან ასოცირდება. ის ხომ, ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხელოვნების მფარველი ღმერთის აპოლონის აუცილებელი ატრიბუტია, დაფნის ტოტი კი უკვდავების, ტრიუმფის, ბრძოლაში, ათლეტურ თუ პოეტურ პაექრობაში გამარჯვების სიმბოლოა. მატიანე მოგვითხრობს, რომ იულიუს კეისარი ოფიციალურ შეხვედრებზე დაფნის გვირგვინს ატარებდა, რადგან მას მუდმივი ძალაუფლების სიმბოლოდ მიიჩნევდა. ბრიტანეთში ლითონის მონეტებზე მონარქთა გამოსახულებებს დაფნის გვირგვინი ამშვენებს. სიმბოლური მნიშვნელობა ამ მცენარეს დღესაც არ დაუკარგავს, რაც "ფიატისა" და "მერსედეს-ბენცის" ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3079 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-12 | კოომენტარი (0)

დაფნისებრთა ოჯახს ეკუთვნის. დაფნა დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთის რაიონების მცხოვრებთათვის კარგად ცნობილი მარადმწვანე, დაბალტანოვანი ხეა, კულტურაში კი უფრო ხშირად ბუჩქის სახითაა წარმოდგენილი. მისთვის ოპტიმალურ გარემო პირობებში სიმაღლით 18 მეტრამდეც კი აღწევს. ღეროს ქერქი მუქი მოყავისფროა. ყლორტების ქერქები კი ჯერ მწვანეა, შემდგომ კი ისიც მოყვავისფრო ხდება. ვარჯი ხშირი შეფოთვლითა და უპირატესად პირამიდული გარეგნობით ხასიათდება. მოკლე ყუნწიანი ტყავისებრი კიდემთლიანი ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა განლაგებული, რომელთა სიგრძე 6-20 სმ ფარგლებში მერყეობს და სასიამოვნო სუნი აქვს. ფოთლის ფირფიტა წაგრძელებული, ლანცეტა ან ელიფსურია შევიწროებული ფუძით. ზედა მხრიდან მუქმწვანე და მბრწყინავია, ქვემოდან კი შედარებით უფრო მკრთალი მწვანეა.
უპირატე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3392 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-12 | კოომენტარი (0)

პოლ-პალას ხალხურ მედიცინაში "ბუნებრივ ქირურგს" უწოდებენ. ეს ბალახეული მცენარე უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მისი ლათინური სახელწოდებაა Aerva Lanata. პოლ-პალა ტროპიკული სარტყლის რამდენიმე ქვეყანაში მოჰყავთ, თუმცა შედგენილობითა და, შესაბამისად, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა შრი-ლანკაზე, კერძოდ, ცეილონის კუნძულზე მოყვანილი მცენარე, რომელსაც ფარმაცევტული ფირმები ისტორიული წესით აგროვებენ და საგანგებოდ ამუშავებენ.


პოლ-პალაზე დღეს მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. იყიდება საშუალო ზომის ნაფქვავი, რომელშიც შედის როგორც ფოთოლი, ასევე ღერო, ფესვი და კალათა. აფთიაქში პოლ-პალა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 5012 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-12 | კოომენტარი (1)

ნაყოფში C, P და E ვიტამინების შემცველობით ასკილი რეკორდსმენია. მას ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატსაც უწოდებენ. თუ ამ მცენარის ნაყოფს, დროულად შეგროვილსა და სწორად გამომშრალს, სათანადო პირობებში შეინახავთ, ვიტამინები ბიოლოგიურ აქტივობას ორ წელიწადს მაინც არ დაკარგავენ. ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ასკილის ნაყოფში საშუალოდ 10-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში და 100-ჯერ მეტი, ვიდრე ვაშლში.

C ვიტამინი მცენარის ნაყოფში სხვადასხვაგვარად გროვდება. ეს იმაზეა დამოკიდებული, სად ხარობს ბუჩქი: ჩრდილოეთ რაიონებისა და შორეული აღმოსავლეთის  ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 5620 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-12 | კოომენტარი (1)

ასკილი ბუჩქოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1-3 მ, დატოტვილი ეკლიანი ღეროებით. ეკლები მაგარია, ნამგლისებური, მთავარ ღეროზე – იშვიათი, ყვავილოვან ღეროებზე კი – ხშირი. ყლორტები მწვანეა, ღეროები რუხი-მოწითალო ქერქით. კენტფრთართული ფოთლები 7-9 სმ სიგრძისაა, მწვანე, შიშველი, ზოგჯერ მთავარი ღერძის გასწვრივ მოკლე, იშვიათი ბეწვებით. ყვავილები მარტოულია, თეთრი, მქრალი-ვარდისფერი, ან ვარდისფერი, დიამეტრით 3-5 სმ. ნაყოფი კენკრისებურია, ცრუ, წვნიანი, სხვადასხვა ფორმისა, იშვიათად მრგვალი, უფრო ხშირად მოგრძო-ოვალური, გლუვი, ღია ან მუქი წითელი ფერის, ნაყოფის შიგა კედლები მოფენილია მრავალრიცხოვანი ჯაგრისებური ბუსუსებით, რომელთა შორის მოთავსებულია მრავალი მკვრივი ნაყოფი-კაკალი.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2363 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-12 | კოომენტარი (0)

DactylisGlomerata.jpg

სათითურას ანუ დიგიტალისს კარგად იცნობენ ის ადამიანები, რომელთაც გულის ქრონიკული უკმარისობა აქვთ, თუმცა სათითურა მხოლოდ სამკურნალო თვისებებით როდი ფასობს - ის პოპულარული დეკორატიული მცენარეა და ფუტკარიც, რომელიც მას ესტუმრება, შესანიშნავი ხარისხის თაფლს გვაძლევს. სათითურას მოვლა ადვილია. ის არ არის მომთხოვნი, წყლისა და სინათლის მინიმუმს სჯერდება და ზედმეტ ყურადღებას ფაქტობრივად არ ითხოვს. მიუხედავად ამისა, სათითურას ყვავილი მშვენიერებით სხვა მცენარეებისას არ ჩამოუვარდება.

შეუძლებელია, გულგრილი დავრჩეთ მისი უცნ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2054 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-12 | კოომენტარი (0)

შინდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. შინდი ბუჩქია, მაგრამ ზოგან 8 მეტრამდე სიმაღლის ხედაც იზრდება, ნაცრისფერ-მომწვანო ტოტებით, რომლებზედაც ერთიმეორის პირისპირ განლაგებულია ელიფსური, კვერცხისებრი ან ლანცეტა კიდემთლიანი ფოთლები, რომელთაც 3-5 გვერდითა რკალისებრი ძარღვი აქვთ, თანაფოთლები მას არ გააჩნია. ფოთლის სიგრძე 10 სმ-მდე აღწევს. ყვავილედის ძირში გარშემო განლაგებულია 4 სიფრიფანა ფოთოლაკიანი საბურველი. ყვითელი ყვავილები ბუჩქის შეფოთვლამდე იშლება.
ნაყოფი კურკიანია, წითელი, დასაწყისში მწკლარტე, შემდგომ კი მომჟავო-ტკბილი. ყვავის ადრე გაზაფხულზე, უფრო ხშირად მარტში, მთაში კი აპრილში. ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც. ცოცხლობს 250 წლამდე. შინდი გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდება ბარში, მაგრამ არც თუ იშვია ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2608 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-12 | კოომენტარი (0)

შინდი უძველესი კულტურული მცენარეა. ის ფართოდ არის გავრცელებული შუა აზიაში, კავკასიაში, მოლდავეთსა და ყირიმში. მისი ნაყოფი მეტად სასარგებლოა. შეიცავს: 10-17%-მდე შაქრებს (გლუკოზასა და ფრუქტოზას), 3,5-4%-მდე ორგანულ მჟავებს (ლიმონმჟავას, ვაშლის, ქარვისა და  ნიკოტინის მჟავებს), პექტინებს, მთრიმლავ  და აზოტოვან ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, ფლავონოიდებს (1-5%), C  (50-160 მგ%) და P ვიტამინებს, პროვიტამინ A-ს, კალიუმის, რკინის, კალციუმის, მაგნიუმისა და გოგირდის მარილებს. C  ვიტამინის შემცველობით შინდი ზოგჯერ შავ მოცხარსაც კი ჯობნის - მისი 100 გრამი ნაყოფი 50 მგ-ზე მეტ ასკორბინის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 5585 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-12 | კოომენტარი (0)

გვირილა: ყვავილთა სამეფოს კონკიაა - გარეგნულად მოკრძალებული, მაგრამ ძალიან სასარგებლო, რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს ფლორის სხვა, უფრო მნიშვნელოვან და ლამაზ წარმომადგენლებთან შედარებით. იშვიათია ადამიანი, ვისაც ეს საოცარი მცენარე არ გამოუყენებია. მისი ნაყენი უებარი სავლებია ყელის, კბილის, ღრძილების ტკივილის დროს. პატარებს მისი ნახარში მუცლის ტკივილს უამებს. ეს მცენარე შედის მრავალი იმ მედიკამენტის შემადგენლობაში, რომლებსაც სტომატიტის, გინგივიტის, კოლიკის საწინააღმდეგოდ იყენებენ. ლათინური სახელი მატრიხ გვირილას იმის გამო ეწოდა, რომ უამრავ ქალურ პრობლემას შველოდა. ავიცენა გვირილას დაუძლურების დ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 5453 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-12 | კოომენტარი (1)


აბზინდა:
ყვავილობს ივნის-აგვისტოში, თესლი კი სექტემბერ-ოქტომბერში შემოდის.
იზრდება გზის პირებზე, საძოვრებზე, ბაღებსა და მინდვრებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
აგროვებენ აბზინდას ფოთლებსა და აყვავებულ წვეროებს, ყვავილობის დაწყებამდე ან ყვავილობის დასაწყისში: აყვავებულ ნორჩ წვეროებს (გაუხეშებული ღეროების გარეშე) ჭრიან დანით. აშრობენ ჩრდილში (სხვენზე, ფარდულში) კარგი ვენტილაციის პირობებში ქაღალდზე თხელ ფენად გაშლილს, ხშირად აბრუნებენ. გამხმარი ნედლეულის შენახვა უმჯობესია ქაღალდის პარკებში; შენახვის ვადა 2 წელია. 
აბზინდას ნედლ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 6081 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (0)

« 1 2 ... 5 6 7 8 9 »