მასალა:
- 0,5ლ მაწონი
- 200გრ არაჟანი
- 2 ცალი კვერცხი
- 2–3 ს.კ. ზეთი
- 250გრ კარაქი
- 1 ჩ.კ. სოდა
- საჭირო რაოდენობით ფქვილი
- 2–2,5კგ ყველი
მომზადება: 0,5ლ მაწონი, ერთი ქილა (200გრ) არაჟანი, 2 ცალი კვერცხი, 2–3 ს.კ. ზეთი, დანის წვერით მარილი, 250გრ. გამდნარი კარაქი ერთმანეთს შეურიეთ.
მოაყარეთ ფქვილი
და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი.
მოზელის დროს მოაყარეთ (ცოტა–ცოტა) 1 ჩ.კ. სოდა და ცომი დიდიხანს ზილეთ. გადააფარეთ ტილო და ოთახის ტემპერეატურაზე გააჩერეთ 1–2 საათი.
ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად და გააბრთყელეთ
ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი
ცომის ბოლოები შეკარით ამოაბრუნეთ და დაალაგეთ ტაფაზე
აი ესეთი ხაჭაპური უნდა გამოვიდეს
დამატებითი ინფორმაცია ამავე ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ ხორცის ღვეზელი.
გემრიელად მიირთვით!
|