შენიშვნა: ბისკვიტის ლინკზე აღწერილია 10 კვერხიანი ბისკვიტი აქ მომზდების პრინციპი იგივეა მხოლოდ იზრდება პროპორციები -20 კვერცხიანი გამოვაცხე ზემოდან 7 კვერცხიანი (20 კვერცხიანს უნდა 4 ჭიქა შაქარი და 4 ჭიქა ფქვილი) ხოლო 7 კვერცხიანს 1 ჭ ცოტა თავ მოდგმული ანუ 1 ჭიქაზე მეტი შაქარი და ასევე ფქვილი )
კრემის მომზადება:
ტორტისთვის მე გამოვიყენე სუპერმარკეტში ნაყიდი ფხვნილი.
დავასხი 2 ჭიქა ცივი წყალი და მიქსერით ვთქვიფე
მომზადებამდე დახლოებით 1 წუთი
ბისკვიტი გავჭერი შუაზე და დავნამე ხილის ნატურალური წვენით 1 ს.კ. კონიაკი ( შეგიძლიათ მურაბის წვენი ან ჩაის ნაყენიც გამოიყენოთ)
დავნამოთ ორივე მხარე და წაუსვათ კრემი მე შიგნით წასასმელად მოხარშული კრემი გამოვიყენე
კრემს ზემოდან მოვაყარე ალუბალი და მარწყვი
დავდე ზემოდან მეორე ფენა და წაუსვი მოხარშული კრემი
ზემოდან დავადე 7 კვერცხიანი ბისკვიტი , რომელიც ისე შუაზე გავჭერი დავნამე ად წაუსვი კრემი
გარშემო მოხარშული კრემით შემოვლესე
და ამის შემდეგ დავიწყე ტორტის მორთვა
ზემოდან დავასვი სუპარმარკეტში ნაყიდი წითელ ქუდას პერსონაჟები და დეკორაცია