მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2013 » მარტი » 23

შვიტა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. მას ქართლში მუხლას, კახეთში ჯორის ძუას, რაჭაში ვირიძუას ეძახიან. შვიტას აქვს მცოცავი, ღრმად ჩაფლული, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია: გენერაციული და ვეგეტაციური. გენერაციული ღეროები ადრე გაზაფხულზე ამოდის, იგი სპორების მატარებელია და მათი შემოსვლის შემდეგ ჭკნება. ფერით რუხი-მოყავისფროა, დაუტოტავი, სიმაღლით 7-25 სმ. სპორები სფეროსებრია, მომწვანო, ოთხი დაგრეხილი დანამატით, შემოდის აპრილ-მაისში.
ვეგეტაციური ღერო გვიან ამოდის, იგი მიწის ზედაპირიდანვე რგოლებადაა დატოტვილი, სიმაღლით 50-60 სმ-ია. თითოეულ რგოლში 6-15 ცალი რკალისებრი მწვანე ფერის ზეაღმართული ღეროა.
შვიტა თითქმის მთელს საქართველოშია გავრცელებული. იზრდება როგორც ველად, ასევე ფიჭვნარ, ფოთლოვან, შერეულ ტყეეში, ტყის ნაკაფებში, ბუჩქნარებში, მდინარის ნაპირებზე. როგორც სარეველა ხშირად გვხვდება ბაღებსა და ბოსტნებში. განეკუთვნება ძნელად ამოსაძირკვავ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3796 | დაამატა: aks75 | Дата: 2013-03-23 | კოომენტარი (0)

2 ჩაის კოვზი ჯოლო, ამდენივე თავშავა, ცაცხვის ყვავილი, ვირისტერფა, მრავალძარღვას ფოთლები, კამის თესლები, 1 ჩაის კოვზი შვიტა და 3 ჩაის კოვზი ასკილის ნაყოფი შეურიეთ ერთმანეთს. 2 სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 0.5 ლიტრი ადუღებული წყალი და დღეში 3 -ჯერ 1 სუფრის კოვზი ჭამის წინ მიიღეთ. მკურნალობის კურსი 1 კვირაა.
კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | Просмотров: 2299 | დაამატა: aks75 | Дата: 2013-03-23 | კოომენტარი (0)