მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სამკურნალო მცენარეები

შვიტა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. მას ქართლში მუხლას, კახეთში ჯორის ძუას, რაჭაში ვირიძუას ეძახიან. შვიტას აქვს მცოცავი, ღრმად ჩაფლული, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია: გენერაციული და ვეგეტაციური. გენერაციული ღეროები ადრე გაზაფხულზე ამოდის, იგი სპორების მატარებელია და მათი შემოსვლის შემდეგ ჭკნება. ფერით რუხი-მოყავისფროა, დაუტოტავი, სიმაღლით 7-25 სმ. სპორები სფეროსებრია, მომწვანო, ოთხი დაგრეხილი დანამატით, შემოდის აპრილ-მაისში.
ვეგეტაციური ღერო გვიან ამოდის, იგი მიწის ზედაპირიდანვე რგოლებადაა დატოტვილი, სიმაღლით 50-60 სმ-ია. თითოეულ რგოლში 6-15 ცალი რკალისებრი მწვანე ფერის ზეაღმართული ღეროა.
შვიტა თითქმის მთელს საქართველოშია გავრცელებული. იზრდება როგორც ველად, ასევე ფიჭვნარ, ფოთლოვან, შერეულ ტყეეში, ტყის ნაკაფებში, ბუჩქნარებში, მდინარის ნაპირებზე. როგორც სარეველა ხშირად გვხვდება ბაღებსა და ბოსტნებში. განეკუთვნება ძნელად ამოსაძირკვავ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3725 | დაამატა: aks75 | Дата: 2013-03-23 | კოომენტარი (0)

ჯორისძუასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ჯორისძუა 1-2 მ სიმაღლის ბუჩქია. ქერქი ღეროსა და ხნიერ ტოტებზე ნაცრისფერია. დამუხლული ახალგაზრდა ტოტები აღმამდგომია. მწვანე ან მონაცრისფერო მწვანე და გლუვია. მამრობითი მჭადა ყვავილედი თითქმის მჯდომარეა, სათითაოდ განწყობილი ერთიმეორის პირისპირ, ფორმით ბურთისებრი. ბუტკოიანი ყვავილედი ერთყვავილიანია, კვლავ მოპირისპირედ განწყობილი.
მწიფე ცრუ ნაყოფი - კენკრაგირჩა წითელი ან მოწითალო ყვითელი კვერცხისებრი მოგრძო ან კვერცხისებრ სფერულია.
ყვავის მარტ-აპრილში. ცრუ ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. იზრდება უმეტესად ბარში, მთაში ზღვის დონიდან 1600 (1800) მეტრამდე სიმაღლეზე გვხვდება, თხელ მშრალ ხირხატიან ნიადაგებზე, არც თუ იშვიათად შიშველ კლდეებზეც სახლდება, გვხვდება სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთსა და მესხეთში.
მედიცინაში მწვანე ტოტები გამოიყენება, რომელთა ყვავილობის ან ცრუ ნაყოფების მომწიფების პერიოდში აგროვებენ. სამედიცინო პრაქტიკაში უფრო ხშირად Ephedra ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3923 | დაამატა: aks75 | Дата: 2011-12-14 | კოომენტარი (2)


პიტნას და მის ზეთს მედიცინის გარდა მრავალი დარგი იყენებს. ფართოდ გამოიყენება იგი კულინარიასა და კვების მრეწველობაში. ამიტომ, სწორი მარკეტინგის შემთხვევაში, პიტნის რეალიზაცია წარმატებით შეიძლება. განსაკუთრებით  პერსპექტიულია პიტნის კულტივირება იქ, სადაც პიტნის ზეთის მიღების შესაძლებლობა არსებობს.  ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 8348 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-25 | კოომენტარი (2)

        
თალგამი
 (Brassica rapa), კომბოსტოს გვარის ორწლოვანი ბოსტნეული ჯვარისანთა ოჯახისა. პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ყლორტებს და იძლევა თესლს. ყვავილედი ფარისებრია, ყვითელხორციანი ჯიშების გვირგვინის ფურცლები მოყვითალო-ოქროსფერია, თეთრხორციანისა და მოყვითალო-ლიმონისფერი. ნაყოფი თვითხსნადი გრძელი ჭოტია. თესლი წვრილი და მრგვალია, ფერად ღია ან მუქი. თ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3166 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-25 | კოომენტარი (3)

ზოგადი აღწერა

   ზეთოვანი მცენარეა. მიეკუთვნება რძიანისებრთა

ოჯახს. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 4597 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-24 | კოომენტარი (0)

     ჯავზი - Myristica fragrans Houtt. იგივე მუსკატის კაკალი, მარადმწვანე ხეა. სიმაღლით 20 მეტრსაღწევს. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 4369 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-23 | კოომენტარი (0)

პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი 20-50 (80) სმ სიმაღლის მოთეთრო ნაცრისფერ-ბუსუსებიანი, ხშირტოტებიანი, მოყვითალო გაფარჩხულეკლებიანი ბალიშისებრი შესახედაობის ბუჩქია. ბაცი ყვითელი ფერის 8-10 სმ სიგრძის ყვავილები 2-3 სმ დიამეტრის ბურთისებრ ან ოვალურ თანაყვავილედებშია შეკრებილი. თანაყვავილები არ გააჩნია, ყვავილის ჯამი ძირში შიშველი, ზემო ნაწილში კი ხშირბუსუსიანია. მისი კბილები ჯამის მილზე მოკლე და ბუსუსებში ჩამალულია. ჯამი კბილების გასწვრივ ძირამდეა ჩახეული. ყვავილის გვირგვინის ნაპირებჩაზნექილი აფრა შუა ნაწილის ოდნავ ქვემოდან შევიწროებულ ფრჩხილში გადადის. კვერცხისებრი შებუსვილი პარკი ჯამზე გრძელია.
ნაცრისფერბუსუსებიანი, ზოგჯერ თითქმის შიშველი, ხშირად სიგრძეზე გაკეცილი, ვიწრო წაგრძელებულ - ლანცეტა ფოთოლაკების რიცხვი წყვილფრთართულ ფოთლებში 10-80 ფარგლებში მერყეობს. ღერო მიწისპირთან საკმაოდ სქელ (4-8 სმ).
იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში მშრალ, კლდოვან ადგილებში, არცთუ იშვიათად ზღვის დონიდან 1650-მდე და ზოგან უფრო მაღლაც. არაიშვიათად თავისი დომინანტობით შ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2253 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)

პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. გლედიჩია 20 მ სიმაღლის ხეა, ზოგან კი 40-მდეც კი აღწევს, ღეროზე ქერქი მუქი ნაცრისფერ-მოშავოა, ტოტებზე კი მუქი ნაცრისფერია. ღეროსა და ტოტებზე სამად განტოტილი მოწითალო-ყავისფერი მეტად მაგარი ეკლებია, ზოგი მათგანის სიგრძე 30 სმ და უფრო მეტს აღწევს. კენტფრთართული ფოთლები დამოკლებულ ტოტებზე ჯგუფ-ჯგუფადაა განლაგებული, მათი სიგრძე 14-20 სმ და უფრო გრძელიცაა.
ყვავილები ცალსქესიანია, იშვიათად ორსქესიანი ოდნავ მოყვითალო-მწვანე ფერის. საკმაოდ სურნელოვანი. ნაყოფი პარკია 50 სმ-მდე სიგრძის, ხმლისებრ ოდნავ მოხრილი, მოწითალო-ყავისფერი და მბრწყინავი. ცალ კიდეზე პარკს ტკბილი რბილობი აქვს. თითო პარკში 12-15 თესლია, რომელიც ფორმით წაგრძელებულ-ელიფსურია, ყავისფერი. 1000 თესლის წონა 238-263 გრამია. ყვავის მაის-ივლისის განმავლობაში, ნაყოფი ოქტომბერ-ნოემბერში მწიფდება. ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3883 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)

გვერდელა ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. იგი 30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახია. ფესვის ყელი ძველი ფოთლების ყუნწების ქეჩოსმაგვარი სამოსელითაა დაფარული. მცირედ დატოტვილი, მრგვალი გარშემოწერილობის, მცირედ დაღარულ ღეროზე ფოთლები განლაგებულია მხოლოდ ძირა ნაწილში. კენწეროზე მხოლოდ ერთეულად შემორჩენილი სახეშეცვლილი და დაკნინებული ფოთლებია. ღეროს სულ ძირა ნაწილში განლაგებული ფოთლები 10-20 სმ სიგრძისაა და 3-5 წყვილი ფოთოლაკისაგან შედგება, დაკბილული ან დანაკვთულია. ღეროს შუა ნაწილის ფოთლების ფოთოლაკები ღრმადაა დანაკვთული, კენწრული ფოთლები სამნაკვთიანია.
ყვავილები კენწრულ ქოლგებადაა შეკრებილი. ყვავის თეთრი ყვავილებით ივნის-აგვისტოს განმავლობაში.
გვხვდება დაბალი სიხშირის ტყეებში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ტყის ზონის უტყეო ფერდობებსა და მშრალ მდელოებზე. მას საქონელი კარგად ძოვს და ყუათიან ბალახადაცაა აღ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2352 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)

1 2 3 ... 8 9 »