ბროწეული ააქტიურებს ღვიძლის უჯრედებს, გამოდევნის ორგანიზმიდან შარდმჟავას, წიდებისგან წმენდს სისხლს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, იცავსორგანიზმს ვირუსებისგან, ხსნის ტოქსიკოზს ორსულობის დროს, აჯანსაღებს ორსულსაც და ნაყოფსაც. აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ თუ ჩვილის საკვებს რამდენიმე წვეთ ბროწეულის წვენსაც დავამატებთ, ადრე დაიწყებს ლაპარაკს და მეტყველებაც მკაფიო ექნება. სპეციალისტები ამას მიაწერენ ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელ კაროტინსა და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც უხვადაა ბროწეულის მარცვლებში. დაიხსომეთ: მჟავე ჯიშის ბროწეულის წვენი წყალში უნდა გააზავოთ.
ფეიხოას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. სწორედ იქ აღმოაჩინა ეს მცენარე XIX საუკუნეში მეცნიერმა სელოვმა. თუმცა მისი დასახელება ბრაზილიელ მეცნიერს ჯოან დე სილვა ფეიხოს გვარს უკავშირდება. ევროპაში ფეიხოა პირველად საფრანგეთში გამოჩნდა 1890 წელს. იქიდან კი 1900 წელს კავკასიისა და ყირიმის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა.ფეიხოას ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს, მარწყვისა და ანანასის არომატის მქონე ეთერზეთს და რაც მთავარია, დიდი რაოდენობით იოდს. მთელ მსოფლიოში ფეიხოა საუკეთესო დიეტურ პროდუქტადაა აღიარებული.მასში არსებულ ცილებსა და ცხიმებს ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. სპეციალისტთა აზრით, ფეიხოა შეუცვლელია გაციებისა და გრიპის დროს. მასში შემავალ
... კითხვის გაგრძელება »
ჰოლანდიელი და შოტლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია ჟურნალში Thorax, ბავშვები, რომელთა დედები ორსულობისას ღებულობდნენ ვაშლს, გაცილებით ნაკლებად ავადდებიან ასთმით
... კითხვის გაგრძელება »