ყველაზე ნაკლებპრობლემური ე.წ. ნორმალური ტიპის თმაა. მის მოსავლელად განსაკუთრებული ძალისხმევა არ გჭირდებათ. მაგრამ ძალზე მშრალი ან პირიქით, ცხიმიანი თმის პატრონებმა სასურველია იცოდნენ - თმა მუდამ წესრიგში რომ ჰქონდეთ, მას საგანგებოდ უნდა მოუარონ. ცხიმიანი თმის დასაბანად გამოიყენეთ გაგრილებული და გადაწურული მუხის ქერქის ნახარში (3 ს/კ მუხის ქერქს დაასხით 1 ლ წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში); მშრალი თმა კი დაბანის წინ დაიმუშავეთაბუსალათინის, ნუშის ან ზეითუნის ზეთით. შემდეგ თავზე შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი. ერთი საათის შემდეგ, შეგიძლიათ თავი ჩამოიბანოთ და 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი ან ცოტაოდენი ამჟავებული რძე შეიზილოთ. ბოლოს ჩაის,გვირილის ანცაცხვის ნაყენი გადაივლეთ. ნიღბები მშრალი თმისთვის - ათქვეფილიკვერცხის გული ფრთხილად შეიზილეთ თმაში. 10-15 წუთით შემდეგ ჩამოიბანეთ. - დაბანიდან დაბანამდე, თმა პერიოდულად შეგიძლიათ კვებოთ ზეთების ნარევით (1 წილი აბუსალათინის და 3 წილი ნუშის ზეთი). ამ ნარევით დაისველეთ ხელისგულები და ნაზი მოძრაობით წაისვით თმაზე. შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღბები ცხიმიანი თმისთვის - ერთი კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩ/კ წყალი, შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. კვერცხისგული სასარგებლოა იმით, რომ მასში არსებული ქოლესტერინი ხელს უშლის ზედმეტი ცხიმის წარმოქმნას. - 1-2 კვერცხის ცილა საგულდაგულოდ, ქაფის წარმოქმნამდე თქვიფეთ, შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ, ვიდრე კარგად არ გაშრება. შემდეგ თმა გოგირდის შემცველი საპნით ჩამოიბანეთ. - 100-150 გ შავი პური დააქუცმაცეთ და დაასხით ადუღებული, ცხელი წყალი. როცა წყალი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, მომზადებული ნარევი შეიზილეთ თმაში, შემოიხვიეთ პოლიეთილენის თავსაბურავი და გაიჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ კი უსაპნოდ ჩამოიბანეთ.